სსიპ ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლის
კლუბ ,,ენისელი" -ს
წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სსიპ ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლის სპორტული კლუბი ,,ენისელი" -ს (შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით.
2. კლუბი დაფუძნებულია 2019-2020 სასწავლო წლის ერთი ( პირველი) სემესტრის ვადით.
3. კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო და სლოგანი.
4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, კახეთი, სსიპ ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლა.
მუხლი 2. კლუბის მიზნები და დაარსების იდეა
1. კლუბის მიზნებია:
ა) სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა;
ბ)
სპორტული
შეჯიბრებების,
მარათონებისა
და
მატჩების
ორგანიზება;
გ) კალათბურთის მიმართულებით
სკოლის
ნაკრების
დაკომპლექტება
და
მათი
მომზადება სხვადასხვა შეჯიბრებებისთვის;
დ) მოსწავლეებში სპორტის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
ე)
სკოლის
სპორტული
ინვენტარის
განკარგვა
კლუბის
მიზნებიდან
გამომდინარე
(სკოლის
ადმინისტრაციასთან შეთანხმებით);
ვ)
სხვა
საქმიანობა,
რომელიც
გამომდინარეობს
კლუბის
მიზნებიდან.
ზ) პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარება;
2. კლუბის დაარსების იდეა: მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.
მუხლი 3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა
1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლის საბაზო და საშუალო მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობით ამ წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
4. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
5. კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კურატორთან შეთანხმების გარეშე;
6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან;
7. კლუბის დამფუძნებელი და კლუბში შემდგომ გაწევრიანებული პირები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით
8. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების დაფუძველზე;
ბ) კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად;
დ)
9. კლუბის წევრთა რაოდენობა არ არის განსაზღვრული.
მუხლი 4. კლუბის მართვა და გადაწყვეტილებების მიღების წესი
1. კლუბს შეიძლება ჰყავდეს მინიმუმ ერთი კურატორი (მასწავლებელი), რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი მესამე პირებთან, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება;
2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.
მუხლი 5. წახლისების და დასჯის მექანიზმი
მოსწავლე კლუბში აქტიური და წარმატებული მუშაობისთვის მიიღებს:
- სიგელს ან სერთიფიკატს შესაბამისი აქტივობისთვის;
- მადლობის წერილს მშობელთან;
- განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია მოსწავლე დაჯილდოვდეს ფასიანი საჩუქრით.
კლუბიდან ამორიცხვის განსაკუთრებული შემთხვევა:
- მოსწავლე სამუშაო შეხვედრის 5-ჯერ არასაპატიოდ გაცდენისას ამოირიცხება კლუბიდან
- მოსწავლე 5-ჯერ დაგვიანების შემთხვევაში ამოირიცხება კლუბიდან.
მუხლი 5. კლუბის მუშაობა
1. კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ, ორი აკადემიური საათი, 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში, წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით;
2. კლუბის სქმიანობა გრძელდება 2019 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით; კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამუშაო გეგმით;
3. კლუბის კურატორი ინტერნეტსივრცეში სკოლის ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
3.1. კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
3.2. კლუბის წესდება, მისი დაარსების იდეა და მიზნები;
3.3. კლუბის სამუშაო გეგმა;
3.4. განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის;
3.5. საკლუბო აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა/შესაბამისი ბმული;
4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად კლუბის წევრები:
4.1.ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთათვის საინტერესო საკითხვებზე;
4.2.ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტებს;
4.3.უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით;
4.4.წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
მუხლი 6. კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.
მუხლი 7. ცვლილებების შეტანა
კლუბის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ცვლილების შესახებ ინიციატივის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.
Комментариев нет:
Отправить комментарий